კომპანია Lister Motor–მა ყველაზე სწრაფი და მძლავრი ყველგანმავალი წარადგინა. მოდელი სახელად Stealth, Jaguar F-Pace SVR–ის ბაზაზეა დაფუძნებული და 675 ცხელის ძალას ავითარებს. ავტომობილის ოფიციალური მაქსიმალური სიჩქარე 314 კმ/სთ–ია.
კროსოვერი 5,0 ლიტრის მოცულობის „რვიანითაა“ უზრუნველყოფილი და აგრეგატი 8–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ქარხნული შესრულების დროს ასეთ კროსოვერს 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, თუმცა Lister–ის სპეციალისტების ჩარევის შემდეგ სიმძლავრის 22%–ით, 675 ცხენის ძალამდე გაზრდა მოხერხდა.
Stealth–ს ავტორები ყველაზე მძლავრ და სწრაფ ყველგანმავალს უწოდებენ. მან Aston Martin DBX–ს (550 ცხენის ძალა), Bentley Bentayga Speed–ს (635 ძალა) და Rolls-Royce Cullinan Black Badge–საც (600 ძალა) კი აჯობა.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე სულ 100 „სტილსი“ გამოვა და საწყისი ღირებულება 109 950 ფუნტი სტერლინგი იქნება.





