LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელანია არალეგალი ჯაშუშია, რომელიც ინგლისურადაც ვერ ლაპარაკობს“ – ბეტ მიდლერი

დემოკრატთა ყრილობაზე სიტყვით გამოსული მელანია ტრამპი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მისი სიტყვა არადამაჯერებლად მიიჩნია ლეგენდარულმა მსახიობმა ბეტ მიდლერმა და „ტვიტერზე“ კრიტიკული პოსტიც გამოაქვეყნა:

“მოაშორეთ ეს არალეგალი სცენიდან, მელანია არალეგალი ჯაშუშია, რომელიც ინგლისურადაც ვერ ლაპარაკობს“ – დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.

მელანიას სიტყვა კონგრესზე რადიკალურად განსხვავდებოდა წინა გამოსვლებისგან. მან აქცენტი პანდემიის დროს ქვეყნის ერთიანობაზე გააკეთა და დემოკრატების კრიტიკისგან თავი შეიკავა.