დედაქალაქის მერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად ეთიკურია „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი „მიჰა ჰამოდი“.
„ჰამოვიდეს, რა ვქნა“ – ამბობს კალაძე და იქვე დასძენს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მორიგი ბლეფია.
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი ბლეფი, თუმცა ჩამოვიდეს. არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Miha hamodiii – „ოცნებამ“ სააკაშვილს დაბრუნების უფლება მისცა
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.
„ბოდიშს ვიხდი შეცდომების გამო… მე ვბრუნდები“ – მიხეილ სააკაშვილი
