თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თუმცა, ბინაში სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც მაშველებმა უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.
ექიმებმა ბავშვებს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
