ახალქალქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მყინვარწვერი დალაშქრა. მყინვერწვერზე ასვლის ვიდეო მეუფემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, მოგზაურობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიუძღვნა.
ცნობისთვის, მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დაგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს.
მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.
