LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან 5-ის ინფიცირების წყარო ცნობილია, 2-ს იკვლევენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ხუთის წყარო ცნობილია, ორზე კი კვლევა მიმდინარეობს.

„3 არის ინფიცირებულების კონტაქტი, 2 – შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთოს მძღოლი. ორზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს დასადგენად“,-განაცხადა მარინა ეზგბაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის 239 პაციენტი მკურნალობს, 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 4 კრიტიკულად მძიმე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.