LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და ნაკლებად საიმედო ადამიანებთან ურთიერთობას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად და ხელმძღვანელთათვის საკუთარი მოთხოვნების წასაყენებლად, ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურურის მოსაძიებლად, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ახალი კავშირების გაბმის და ნაცნობების შეძენის მცდელობა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.  კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით სახსრებს, ხერხემალს და ძვლოვან სისტემას. არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.