LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი „ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ფორტუნას“ „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, ვირუსი სათაო ოფისში მომუშავე დამლაგებელს დაუდასტურდა.

„სულ 240 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათ შორის 200 ადამიანი ჩვენი თანამშრომელია. ორი პირის პასუხი დადებითია. ორივე არის ჩვენი სათაო ოფისის დამლაგებელი, ორივე თანამშრომლის ოჯახის წევრები კარანტინში არიან გადაყვანილი“, – განგვიცხადეს პარტიაში.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსი მისი დაცვის წევრს დაუდასტურდა.