LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკვილიბრიუმმა მარნეულის სოფლების ბიბლიოთეკები განაახლა

31 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი მარნეულს ეწვია და ამ მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხოჯორნში, დიოკნისში, დაშტაფაში ახალი წიგნები ჩაიტანა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა.

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი ფონდების განახლებას უახლესი ლიტერატურით.