ჯერ კიდევ მაისში ქეით მიდლტონმა ვირტუალური ფოტოკონკურსის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებში ადამიანებს მისთვის პანდემიის დროს გადაღებული ფოტოები უნდა გაეგზავნათ. გუშინ კემბრიჯის ჰერცოგინიამ შემოსული ფოტოების შესახებ ჟიურის წევრებს გაესაუბრა, რომლებთანაც ვიდეოკონფერენცია მოაწყო. სულ კონკურსში მონაწილებისთვის 32 ათასი ფოტო შემოვიდა, ფავოროტებსა და შედეგებზე მიდლტონმა ჟიურის წევრებთან ერთად ისაუბრა.
ყურადღება კი მიიქცია მიდლტონის მწვანე კაბამ, რომლითაც მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავმდაბლობის მაგალითი. მიდლტონი „ზარას“ კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის ღირებულება 10 ფუნტია, რაც 13 დოლარი გამოდის.





