LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს

1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 33, 38, მთაში 31, 36, სანაპირო რაიონებში 30, 35 გრადუსამდე აიწევს. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,-“ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.