LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირველკურსელებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს.

„გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!

მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, – გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს.

გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!“,-ნათქვამია პრემიერის მილოცვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.