ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში დემონსტრანტების რიცხვი ყოველდღე იზრდება. 3 შვილის მამის ინალ ჯაბიევის მკვლელობისა და წამებისთვის შვიდ მილიციელს პატიმრობა უკვე შეეფარდა, თუმცა ამით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება არ მშვიდდება.
უკიდურესად მძიმე რჩება მეორე ძალადობის მსხვერპლის ნიკოლაი ცხოვრებოვის მდგომარეობა.
“არ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება”-ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები. მომიტინგეები ჯაბაევის მკვლელობაში გენერალურ პროკურორსაც ადანაშაულებენ და მის გადადგომასაც მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიან ხასიათს ინარჩუნებენ,ადგილი აქვს პოლიციელების მხრიდან მათზე ზეწოლას და ძალადობის ფაქტებს.
ამავდროულად, დე ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცხინვალში მიმდინარე აქციების ფონზე რეგიონში ჩასვლას აანონსებს და ქართული საგუშაგოს დანგრევით იმუქრება. ეს იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები უკვე მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის გადადგომას ითხოვენ.

