LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე – შეძლებენ კი? – კალაძისა და გახარიას სანაპიროზე გადაღებულმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წევრები აჭარაში იმყოფებოდნენ.

“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობას პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

წარდგენას დედაქალაქის მერი და პრემიერი ესწრებოდნენ. ქობულეთში გადაღებულმა ფოტომ, რომელიც კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, დიდი მოწონება დაიმსახურა და უამრავი კომენტარი აქვს.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

„გაფაციცებით რომ უყურებთ ზღვას ძვირფასებო, გაცურეთ“;

„მე პირადად ვისურვებდი მთავრობაში მარტო ამ ორ ადამიანს, დანარჩენი პაშლი დამოი“;

„ორი საამაყო ადამიანი, გვიყვარხართ“;

„ბატონო კახი, შეყვარებული დამშორდა და იქნებ გაუგზავნოთ ტექსტი: ნინუცა, შეურიგდი გიორგის 555…“;

„ნიკოფსიიდან დარუბანდამდე – შეძლებენ კი?! მეეჭვება. ისე სურვილი უსაშველოდ დიდია“;

„ნეტავ რაზე ფიქრობენ“?