LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის მთავარ შემცვლელად ქეით მიდლტონი სახელდება

დასავლური მედია წერს, რომ პანდემიის დროს, დედოფლის მთავარი დასაყრდენი ქეით მიდლტონი იყო. 94 წლის მონარქმა პანდემიის დროს, ყველა დანიშნული შეხვედრა გადადო და მის ნაცვლად, სამეფო ოჯახის ვალდებულებები საკუთარ თავზე ქეით მიდლტონმა აიღო. დასავლური მედია ირწმუნება, რომ დედოფალი ძალიან კმაყოფილია პრინც უილიამისა და ქეითის ამ დამოკიდებულებით და მათ მთავარ დასაყრდენად მოიაზრებს. მეტიც, დედოფალი აპირებს, მოვალეობების ნაწილი სწორედ ქეით მიდლტონს გადააბაროს.

გამოცემები ირწმუნებიან, რომ დედოფლისთვის უილიამისა და ქეითის წყვილი სამაგალითოა, ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებიან სამეფო ოჯის პროტოკოლს. ამ მხრივ დედოფალი პრინც ჩარლზე მეტად, სწორედ შვილიშვილსა და მის მეუღლეზე ამყარებს იმედებს და მათ მთავარ შემცვლელებად მოიაზრებს.