LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პირობა უნდა შევასრულებინოთ და საქართველოში უნდა დავაბრუნოთ, რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილი შეცდომები დანაშაულის ტოლფასია, რაც არ უნდა ეპატიოთ.

“ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, სამწუხაროდ, 12%-ით არის მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს ძალიან მნიშნველოვანია, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს.

რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, ეს არის მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი დამტკიცებულია ქართული სასამართლოს, ნაწილი კი სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

დანაშაულია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს, შემდეგ ჩაიდინა ღალატი, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას. ეს იყო ღალატი.

გარდა ამისა, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზებს დააგებ და საზოგადოებას 9 წელი ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“.

როდესაც გიგი უგულავასთან და სხვებთან ერთად მოიპარავ ათეულობით და ასეულობით მილიონს, ესეც დანაშაულია, რომელიც ვერ ეპატიება.

როდესაც ადამიანებს აწამებ ახალაიებთან და სხვებთან ერთად, როდესაც დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას ადეიშვილთან ერთად და ჩაიდენ უამრავ დანაშაულს შენ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან კრიმინალები და აქვთ ამბიცია, მოიგონ არჩევნები, ბოდიში თავის თავზე მეტყველებს – ეს არის აღიარება იმ უძიმესი დანაშაულის, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ბოდიშზე პასუხი ექნება საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ

 

შეგახსენებთ, გასულ კვირას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ბრუნდება. „ოცნების“ მხრიდან მათ „თანხმობა მიიღო“, „მიჰა ჩამოდი“ , ვკითხულობთ „ოცნების“ ოფიციალურ კომენტარში. თავად სააკაშვილმა მოგვიანებით აღნიშნა,რომ უკრაინაში მისი წინადადების გამო ბევრი შეწუხა, რადგან არ უნდათ, რეფორმატორობაზე უარი თქვას.

„ბოდიშს ვიხდი შეცდომების გამო… მე ვბრუნდები“ – მიხეილ სააკაშვილი

Miha hamodiii – „ოცნებამ“ სააკაშვილს დაბრუნების უფლება მისცა

„ჰამოვიდეს, რა ვქნა“ – კალაძე სააკაშვილის დაბრუნებაზე