LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1510 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 1243-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.