LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:00-დან 16:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოულოდნელი ცვლილებების დღეა, რადგან ის მოვლენები გახდება აქტუალური, რომლებიც წლების წინ დაივიწყეთ. არაა გამორიცხული ძველი პროექტები აღადგინოთ და მათი ახლებურად შესრულება სცადოთ. თუმცა, ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ უმჯობესია მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვას და ახალი საქმის დაწყებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ხელსაქმისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ბინაში ინტერიერის შესაცვლელად, ოჯახური ტრადიციების აღსადგენად და ნათესავებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით გულს და ხერხემალს. დროებით თავი შეიკავეთ ტკბილეულის მირთმევისგან.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.