LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: სწავლის დაწყების შემდეგ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უსაფრთოხების ნორმებისა და რეკომენდაციები დაუცველობის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა მეტად გაიზარდოს და ფართო მასშტაბურ ეპიდემიაში შევიდეთ.

ჩაკეტავს თუ არა მთავრობა ბათუმს

ინფექციონისტის პროგნოზით, სწავლის დაწყების შემდგომ, ინფიცირების შემთხვევეათა რაოდენობა მოიმატებს, თუმცა ეს დრამატული არ იქნება.

“ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი შემთხვევების დადებითი დინამიკა არ არის. დადებითი დინამიკაა მხოლოდ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირებისკენ და ასევე მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა მძიმე შემთხვევებისას სჭარბობს. სწავლის დაწყების შემდგომ სტატისტიკა მოსალოდნელია, რომ შეიცვლება, გვექნება შემთხვევების ზრდა, თუმცა არა დრამატულად. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და მოვაბეზრეთ თავი მოსახლეობას და რომელსაც, სამწუხაროდ უკვე არ იცავს მოსახლეობის უმრავლესობა, საშიშროება დადგება ფართომასშტაბიანი გავრცელებისა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში “კოვიდ 19”-ის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” უკავშირდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

„დონას“ კლასტერიდან ერთ-ერთი ორსულია, რომელმაც რამდენიმე დღეში უნდა იმშობიაროს

ამირან გამყრელიემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 15-ის წყარო უცნობია.

“დაახლოებით, 15-მდე გვაქვს დღეისთვის დაავადებათა შემთხვევები, სადაც წყაროზე ჯერჯერობით გასული არ ვართ”.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში ვირუსი ჯამში 140-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.