LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე „ნიკორას“ მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, მაღაზიაში უკვე შეიცვალა პერსონალი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს არის ქსელური მაღაზია. ობიექტმა შეცვალა მთლიანად იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ეს არის „ნიკორა“, რომელიც მდებარეობს  სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს”, –  განმარტა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ინფიცირებულები უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 38 -ით გაიზარდა. მათ შორის 22 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. მთავრობამ ბათუმში ღამის კლუბების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.