LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა დაიწყება.

„სასტუმრო „ოაზისში“ ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კონტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დაუდასტურდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ,  საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ 900-მდე სტუმარს შენობის დატოვება დროებით აკრძალული აქვს