სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აქტიურად ჩაერთნენ საქველმოქმედო საქმიანობაში. სასექსის ჰერცოგმა და მისმა მუეღლემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოინახულეს, სადაც პატარებთან ერთად ყვავილები დარგეს. ახალი ფოტოები თავად ცენტრმა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჰარიმ და მეგანმა ბაღის ტერიტორიაზე პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილები დარგეს.
თავის მხრივ ცენტრმა მადლობა გადაუხადა მეუღლეებს მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ბავშვებში მზრუნველობის ინსტიქტის ჩამოყალიბებაში უმთავრესია.



