ბათუმში ინფიცირებულთა შორის, ერთ ერთი ორსულია. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გოგონამ რამდენიმე დღეში უნდა იმშობიაროს. ეს კი ნიშნავს, რომ ექიმები, რომლებმაც გოგონა უნდა ამშობიარონ და სამშობიარო ბლოკში შევლენ, საფრთხის წინაშე იქნებიან.
შეგახსენებთ, დღეს საკონდიტრო „დონას“ მენეჯერმა განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ „დონას“ ორივე ფილიალში კორონავირუსი დაუდასტურდათ.
“ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება. საკონდიტროს კლასტერის გამო, დღეს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საკურორტო ქალაქში ღამის კლუბები დაეხურა
