კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში. ავტობუსის მძღოლს, რომელიც #7 ხაზზე მუშაობდა, Covid-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა.
“საუბარია, N7 ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური – ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს ბათუმში, მათ შორის ბულვარში და ლაბორატორიებში, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას და ჩაიტარონ თვითმონიტორინგი და ასევე პროაქტიულად მოახდინონ მიმართვა შესაბამის ტესტირებებზე“,- აღნიშნა რიჟვაძემ.
მისი თქმით, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი სატრანსპორტო სამსახურების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კლუბების, ღამის კლუბების და რესტორნების მიმართულებით.
