LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტი გაიხსნა.

საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნეს ლენჯერისა და დაბა მესტიის გასასვლელში.

მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა. მას შემდეგ რაც კორონავირუსის 17 შემთხვევა ერთდროულად დადასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, რეგიონში სულ 5000-მდე PCR კვლევა ჩატარდა.

“დღეიდან, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები სრულად მოიხსნება. მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდა 5000-მდე PCR კვლევა, აქედან, 1500-მდე იყო მეორადი კვლევა. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.