მეგან მარკლი დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე სამეფო ოჯახის რომელიმე წევრი. ამის მიზეზი კი მისი და პრინცი ჰარის სამეფო ოჯახიდან გასვლაა. მედია დღეს გაფართოებული თვალებით აკვირდება მეუღლეების გადაადგილებას. ამჯერად სასექსის ჰერცოგინიას ახალი ფოტოები კანადიდან გავრცელდა, სადაც ის სასურსათო მაღაზიაში იმყოფებოდა. ფოტო მომხმარებელმა გადაიღო და დაწერა, რომ მეგანი მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად იყო შესული. ის ჩვეულებრივ ელოდა თავის რიგს და ძალიან თავაზიანი ჩანდა.
ფოტო დღეს გავრცელდა, თუმცა ის სავარაუდოდ, იანვარშია გადაღებული, როდესაც მარკლი კანადაში იმყოფებოდა.

