„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“-აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
