LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არის.