LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარში დაპირისპირების საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

თბილისში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი პირია დაკავებული.

ის გახლავთ 1990 წელს დაბადებული მ.ჩ, დაწესებულების მენეჯერი.

„მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ მიიღო, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულმა, დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.