სოციალურ ქსელში 8 წლის გიორგი მუმლაძის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეოს სოზარ სუბარი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პატარა ბიჭუნამ მოულოდნელად ასეთი შეკითხვა დაუსვა.
“მე როგორც გავიგე 200-200 ლარებს 18 წლამდე აძლევენ და პატარების 200-200 ლარები დედებისაა?”-ინტერესით ეკითხება გიორგი სოზარ სუბარს და აღნიშნავს, რომ ამ თანხით თავისთვის რამეს იყიდდა, მაგალითად Xbox 360-ს.
