ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში უკვე 70 ფრენაა დადასტურებული, რომელთაგან 30 რეგულარული ხასიათისაა. ეკონომიკი მინისტრის განმარტებით, ეტაპობრივად ფრენების რაოდენობა გაიზრდება.
„ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ ღია ცის პოლიტიკა და შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იფრინოს თავისუფლად, მათ შორის, ხელმისაწვდომი ფასებით, მაგრამ დღეს, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მთავარი მიღწევა – ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება ჯანდაცვის თვალსაზრისით, ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოება და ქვეყნის იმიჯი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. თანდათან თქვენ ხედავთ, რომ ვზრდით ფრენების არეალს, მაგალითად სექტემბერში უკვე 70 ფრენაა დადასტურებული, რაც ჯერადობით მეტია, ვიდრე წინა თვეებში, როდესაც საერთოდ იყო სრული შეზღუდვა. აქედან 30- მდე არის რეგულარული საჰაერო ფრენა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თანდათან, ეტაპობრივად მოგვეცემა საშუალება, რომ გავზარდოთ ფრენები იმის პარალელურად, თუ მოგვარდება ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში“- აღნიშნა ნათია თურნავამ.
