LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მართალია, ერთიანობაში საკმაოდ პოზიტიური დღეა, მაგრამ გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ მაინც არ ღირს გადატვირთვა, სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის დასაწყებად, ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის მოსაწყობად და სიყვარულის ასახსნელად. ნაკლებად გაამართლებს ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა, არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ლომს და სასწორს.