დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად უფრო მზარდია, ეს კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მეორე ტალღას უფრო ცივი პერიოდი რომ დაგდება, მერე დავარქმევდი, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ მატება გვაქვს. მატება პროგნოზირებადი იყო და ვიცოდით, რომ იქნებოდა, რადგან აგვისტოში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, სერიოზულად გაიზარდა შიდა ტურიზმი და განსაკუთრებით დაიტვირთა შავიზღვისპირეთი.
ახლა მთავარი „ავერსის“ კლინიკაა: რა შემთხვევაში დაიხურება სკოლები
ასევე გაიზარდა ფრენები, გაიზარდა ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა.
ჩვენ ჩაკეტილი და იზოლირებული არ ვართ და შემთხვევები, რომ გაიზრდებოდა, გასაგებია.
ასევე, ივნის-ივლისში საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. ჩვენ სერიოზულად მოვეშვით და თითქმის არსად არ იცავენ რეკომენდაციებს. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი ძალიან გაამწვავა და მე იმედი მაქვს, რომ აღსრულების მექანიზმები უფრო ძლიერი იქნება. მოგეხსენებათ მარტო შოლტით საქმე არ გამოდის და საჭიროა საზოგადოების მაღალი თვითშეგნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
,,ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ… 400 ექიმი ერთ სასტუმროში… როგორ მოუვიდათ აზრად იქ ჩასვლა” – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
