უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა.
„ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა. ეს არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც არის მინიმალური შეზღუდვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი-განკურნებულთა რაოდენობა სულ 1302-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.
