LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნაკლებად ისაუბრეთ, მეტად მოისმინეთ სხვათა აზრი და აუცილებლად გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის – მერკურის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სამართლიანობის შეგრძნებას და ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილს, მეორეს მხრივ, ეჭვებს და მერყეობას გააძლიერებს. სიყვარულის პლანეტის – ვენერას ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლით კი, პირად ურთიერთობაში ოპტიმისტური განწყობა და საპირისპირო სქესის პარტნიორების მიმართ ლტოლვა გაძლიერდება, თუმცა მოიმატებს სულსწრაფობა და უყაირათოდ ფულის ხარჯვის სურვილი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დასაყწებად, კომერციისა და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს  ვალის აღება და ფულის ზედმეტად ხარჯვა, სპონტანურად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ყავისფერი და ნარიჯისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, იასპი, ზურმუხტი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.