LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტ “ზღაპარის” ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზია “ზღაპარის” ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა.კომპანიის მენეჯერის სოფიო თარაშვილის, განცხადებით, აღნიშნული ფილიალის პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„არავინ არ არის გადაყვანილი ეპიდცენტრებში. არავის არ დაკავშირებიან. თავად არიან თვითიზოლაციაში. ველოდებით 12 დღის გასვლას, ყველა არის სახლში, თვითიზოლაციაში. თითოეულ დასაქმებულს, რომელსაც კონკრეტულ ფილიალთან შეხება ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტირება, სავარაუდოდ, ჩაუტარდება“, – განაცხადა სოფიო თარაშვილმა „რუსთავი2“-თან.

თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვებზე საუბარი არ იქნება: გამყრელიძე

საქართველოში 6 სექტემბრის მონაცემებით, 1650 დადასტურებული შემთხვევაა.

29 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია