LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შედეგად, 12 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა.

მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშვის მამა მართავდა.

მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით.