LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის სიმინდის გამყიდველი გოგონასთვის ფული გროვდება – „ნახევარ საათში 700 ლარზე მეტი შეგროვდა…“

„პირველი არხის“ სიუჟეტმა, სადაც 12 წლის სიმინდის გამყიდველი გოგონას გაჭირვებული ყოფის შესახებაა მოთხრობილი, სოციალურ ქსელებში უამრავმა ადამიანმა ნახა.

გოგონას შესახებ სიუჟეტი ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა მოამზადა.

მანვე დაწერა, რომ მისთვის თანხას აგროვებს და უკვე 700 ლარზე მეტია ჩარიცხული.

„ეს ფერადი, მხიარული გოგო სანაპიროზე მოვიდა და გვთხოვა, სიმინდი გვეყიდა, რომ დედასთვის წამალი ეყიდა და მიეტანა.

ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და დახმარების სურვილი გამოთქვა, მარის არ აქვს არც ტელეფონი, არც ანგარიშის ნომერი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემი ანგარიშის ნომერი დაგვედო, სადაც მოვუგროვებთ თანხას და მივუტანთ.

ნახევარ საათში 700 ლარზე მეტი ჩაირიცხა. რიცხავენ, ვისაც რისი საშუალება აქვს, 2 ლარს, 3 ლარს, 50-ს და 100-ს, ყველა ახალ მესიჯზე მართლა მეტირება და მიხარია, რომ დილას რომ გაიღვიძებს, ფბ-ზე ნახავს, მის თავს რა ხდება“.

12 წლის ოჯახის მარჩენალის დასახმარებლად, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ნინუცა კახნიაურის ანგარიშზე:

GE30TB7124345061100045

სიუჟეტი იხილეთ აქ:

https://www.facebook.com/akhalikvira/videos/241682093794225