ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ კომპანია „ნეტფლიქსთან” 150 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს. მათი ახალი საპროდიუსერო კომპანია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს და მომხმარებლებს ექსკლუზიურ მომსახურებასაც გაუწევს. დღეს კი დასავლური მედია წერს, რომ ამით მეგან მარკლი, კომერციული მოგების გარდა, მის მთავარ ნატვრასაც უმიზნებს. მეგანს დიდი ხანია სურს „ოსკარის“ მიღება და ეს მისი შანსია, წლის პროდიუსერის ნომინანტთა სიაში მოხვდეს.
მართალია მეგანი წლებია სამსახიობო კარიერას ეწევა, თუმცა, ის არასოდეს ყოფილა A კლასის მსახიობთა სიაში.




