LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

7-10 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 11-13 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს”, – აღნიშულია სააგენტოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება დედაქალაქს, მათივე ცნობით, თბილისში 7-10 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 11-13 სექტემბერს კი თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 7-10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.