LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა

კორონავირუსით ინფიცირებულმა, რომელიც ბათუმში დაინფიცირდა წარმატებით იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას დაიჯესტი ავრცელებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, დაიბადა ბიჭი, რომელიც 3 კილოს და 600 გრამს იწონის. ლალი ტურძელაძის თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს იდეალურად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული ორსული ბათუმის ე.წ დონას კლასტერიდან არის.