მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 27 მილიონს გადააჭარბა და 27 296 303-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers- ზე განახლდა.
საიტის მონაცემებით, ამ ეტაპზე გლობალური მასშტაბით ვირუსი 19 379 498 ადამიანმა დაამარცხა, ინფიცირების 887 599 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც უკვე 6 460 421 შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილს, 4 204 613 შემთხვევით, ინდოეთი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ამ დროისთვის კოვიდის 4 137 606 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობაკი 126 686-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე მსოფლიოს ხავდასხვა კლინიკაში 7 029 206 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 6,969,212-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის 59,994- ის კი კრიტიკულია.
