LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავიდან გაუჩინარებული დები იპოვეს

თელავში ამ დილით გაუჩინარებული დები პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია  „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.

„დები მიკროავტობუსით თელავიდან თბილისისკენ მიდიოდნენ. ორივე თავს კარგად გრძნობს“, – განგვიცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო,  რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ამ დროისთვის კვლავ ამ მუხლით გრძელდება.

გოგონები 13 და 14 წლისანი არიან.