LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari ახალ ჰიბრიდს მაქსიმალურად მალავს

„ფერარიმ“ ახალი ჰიბრიდის დატესტვა დაიწყო და სიახლის ფოტოები მაშინვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. როგორც ჩანს, ბრენდმა საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინა, ამიტომ პროტოტიპის დამალვაზე კამუფლაჟი არ დაუზოგავს.

ოსტატურად დაფარული მოდელის მახასიათებლების ამოცნობა ყველაზე ძლიერ ავტო–ექსპერტებსაც კი გაუჭირდათ. მათი ვარაუდით სატესტო ქარი 488 GTB–ის ძარაში იყო მოთავსებული, კაპოტის ცენტრში განთავსებული სამკუთხედი ლენტი კი ჰიბრიდული აგრეგატის არსებობას მიუთითებს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სატესტო გზაზე შემჩნეული გასაიდუმლოებული ავტომობილი Ferrari F8 Ttibuto–ს შთამომავალი იქნება. მოდელი სავარაუდოდ ჰიბრიდულ ძრავს მიიღებს და აგრეგატი ბენზინის V6 ძრავთან ერთად იმუშავებს.

პაპარაცებმა კი ალბათ ერთ–ერთი ყველაზე პირველი ეგზემპლარის გადაღება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიური ბრენდი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 15 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და მათი ნაწილი ჰიბრიდი იქნება.