სამაგალითო მეუღლე და სამაგალითო მამა, – ეს დევიდ ბექჰემია, რომელიც საზოგადოების გაოცებას საკმაოდ ხშირად ახერხებს. სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ფეხბურთელი ოჯახური დასვენებიდან დაბრუნდა. ოთხი შვილის მამა თავის დიდი ოჯახთან ერთად მაიამიში ისვენებდა. ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ვიქტორიასთან და ქალიშვილთან ერთად, 9 წლის ჰარპერთან ერთად პოზირებს. როგორც ჩანს დევიდისა და ვიქტორიას ქალიშვილი ღამე მშობლების საძინებელ ოთახი შეიპარა, მშობლებმაც ეს მომენტი ფოტოთი დააფიქსირეს.
„ჩვენ ღამე სტუმარი გვყავდა“, – დასაათაურა ფოტო დევდმა.
აღნიშნულმა ფოტომ ინტერნეტი დაიპყრო: „სამაგალითო მამა“, „ისინიც ისეთი ჩვეულებრივი მშობლები არიან, როგორც ჩვენ, რიგითი ადამიანები“, – წერენ კომენტარებში.



შეგახსენებთ, გასულ თვეს, ბექჰემების დიდი ოჯახი არდადეგებს იტალიაში ატარებდა, შემდეგ კი ისინი საბერძნეთის სანაპიროზე ისვენებდნენ. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერ, ნიკოლა პელტცზე დაინიშნა. ახალგაზრდა წყვილი უკვე ქორწილისთვის ემზადება.
ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი ქორწილის თარიღს პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უთანხმებენ
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ცერემონია, თუმცა ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და პომპეზური ქორწილი მსოფლიო ისტორიაში
