LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საელჩო თურქეთში ქვეყანაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადის ტარება, ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ოფისები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვ.).
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე :
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.