LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:48-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დაასრულეთ ძველი საქმეები და დროებით შეიკავეთ თავი ახალი პროექტების დაწყებისგან, გაისტუმრეთ ვალები და შეასრულეთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საერთო ინტერესების პარტნიორების მოსაძიებლად და სამომავლო გეგმების დასასახად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ხელსაქმისა და კულინარიული ექსპერიმენტებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სამშენებლო მასალის და უძრავი ქონების შესაძენად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღაბას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ყავისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ზურმუხტი, მარგალიტი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.