LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota–მ ცხელი GR კიდევ უფრო აგრესიული გახადა

Toyota–ს სპორტულმა დანაყოფმა Gazoo Racing–მა GR–ისთვის ახალი პაკეტი შეიმუშავა და მოდელი ბაზარზე 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში გამოჩნდება. განახლების შემდეგ ავტომობილი უფრო „აგრესიული“ გახდება და მომხმარებელს პაკეტის მიღება სურვილის შემთხვევაში შეეძლება.

Yaris GR–ის ყველაზე შესამჩნევი სიახლე ახალი წინა და უკანა სპოილერი, ასევე დამატებითი დეკორია. ფანჯრებს წითელი ხაზი მიუყვება, სანომრე ნიშანი კი ახალ ჩარჩოში ჩაისვა.

სალონისთვის Gazoo Racing–მა ინოვაციური პანელი შექმნა. გაჩნდა ახალი რეგისტრატორიც, რომელიც მოძრაობას იწერს და აანალიზებს. სალონის გაუმჯობესების ღირებულება 165 ათასი იენი იქნება.

ჰეტჩბეკი Toyota GR Yaris 1,6 ლიტრის მოცულობის „ტურბოსამიანითაა“ აღჭურვილი. იაპონური ბაზრისთვის გათვლილი ვერსია 272 ცხენის ძალას ავითარებს, ევროპის შემთხვევაში კი 260 ცხენის ძალიანი ვარიაციაა შემუშავებული.

აგრეგატი 6–საფეხურიან „მექანიკასთან“ ერთად მუშაობს. პირველი 100 კმ–ს განვითარება მოდელს 5,5 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ–ს შეადგენს.