ნინო სურგულაძე ,,იმედის” გადაცემას ესტუმრა, სადაც ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანთან ერთად ისაუბრა იმის შეახებ, როგორ შეძლო ტყუპებზე ორსულობის პერიოდი განსაკუთრებული წონის მატების გარეშე გაევლო და შემდეგ როგორ დაიკლო მომატებული კილოგრამები.
როგორც ნინო აღნიშნავს, გინეკოლოგ მაკა ცეკვავას რჩევით, მან შეასრულა ოთხდღიანი დიეტა, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ხშირად მიმართავდა და სწორედ მისი დახმარებით შეძლო, რომ წონაში ბევრი არ მოემატებინა.
ნინო სურგულაძე:
სწორ კვებას ადრეც ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ამას ჩემს ოჯახში ექცევა დიდი ყურადღება. ეს ჩემი პროფესიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც გავიგე, რომ ვიყავი ორსულად, მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ მქონდა აღებული პასუხისმგებლობა. ჩემმა გინეკოლოგმა მომცა ოთხდღიანი ჯანსაღი კვების რეჟიმი, რამაც მე გადამარჩინა. ამ დიეტის დაწყებამდე 4-5 კილო მოვიმატე და ცოტა არ იყოს შემეშინდა. ეს ოთხდღიანი დიეტა ვატრიალე მთელი ცხრა თვე და პლუს ერთი თვე. ეს იყო საათობრივი კვება. სამ-ოთხ საათში ერთხელ მივირთმევდი, მცირე ულუფას, ოთხ დღეში სულ ორი ნაჭერ პურის ჭამის უფლება მქონდა, ამდენი ხილი ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამია, დავდიოდი ბევრს ფეხით, ასევე ვიღებდი ვიტამინებს. ეს არის ინვესტიცია და აშენებ საძირკველს, რაზეც მერე შენი მომავალი.
