„ირინა შეიკი ნიუ-იორკის ქუჩებში თავს ყოფილ მეუღლეს, ბრედლი კუპერს ეხვევა“, – ასე იწყება ცნობლი გამოცემის, „დეილი მეილის“ სტატია, რომელიც ცნობილი მოდელის, ირინა შეიკისა და მისი ყოფილი მეუღლის, მსახიობის, ბრედლი კუპერის შესახებაა დაწერილი. სტატიას თან რამდენიმე ფოტოც ახლავს, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ სეირნობს ირინა შეიკი 3 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში, შემდგომ კი უეცრად მასთან მამაკაცი მოდის, რომელსაც პირბადე უკეთია და მას მხურვალედ ეხუტება.
აღნიშნულ სტატიას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემას ტყუილსა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
„ეს ბრედლი კუპერი არ არის, ბრედლი უფრო მაღალია“, „რატომ ატყუებთ საზოგადოებას?!“, – წერენ კომენტარებში
ამ თემასთან დაკავშირებით გამოცემას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





